ჯანდაცვა

აშშ-ის მთავრობამ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700 000 დოლარი გამოყო

0 კომენტარი

აშშ-ის მთავრობამ, თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად, 700 000 ათასი დოლარი გამოყო. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს საელჩომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.

შემოწირულობა ორგანიზაციებს გლობალ ჰილინგს და ჯო ენის სამედიცინო ინსტიტუტს გადაეცემა. ჯერჯერობით უცნობია, მშენებლობის დაწყების ვადები და ადგილმდებარეობა.

გთავაზობთ აშშ-ს საელჩოს განცხადებას უცვლელად:

"ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება.
იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები