NDI-ის კვლევა

NDI ივლისში ჩატარებული კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს, პრეზენტაცია 10:00-ზე გაიმართება

დღეს, 10:00-ზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს გამოაქვეყნებს. პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები