NDI-ის კვლევა

NDI: პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 40% აფასებს, 2015-2018 წლებში ეს მაჩვენებელი 17%-მდე იყო

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას კარგად მოსახლეობის 12% აფასებს, საშუალოდ - 30%, ხოლო ცუდად - 40%. 

2015-2018 წლებში პრეზიდენტის საქმიანობას კარგად 19-28% აფასებდა, საშუალოდ 51-53%, ხოლო ცუდად - 14-17%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები