NDI-ის კვლევა

NDI: გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

საქართველოს მთავრობა

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას", 60%-ის პასუხია "უარყოფითად.

ეს მაჩვენებელი 2019 წლის მაისის კვლევაში 56% იყო.

ამასთან, შემცირდა მთავრობის საქმიანობით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი და 32% შეადგინა. 2019 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 36% იყო.

არ იცვლება იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც კითხვაზე პასუხობს "არ ვიცი". ეს მაჩვენებელი 6%-ია.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის უარყოფითად შემფასებელთა რაოდენობა 2018 წლიდან იზრდება და შესაბამისად, მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კმაყოფილია.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები