NDI-ის კვლევა

NDI: 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ოცნებაა, 9%-ის ენმ, 4%-ის ევსაქები, 4%-ის " პატრიოტები"

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად გამოკითხულთა 45%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას. 19% - ქართულ ოცნებას ასახელებს, 9% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 4% - ევროპულ საქართველოს და თავისუფალ დემოკრატებს, ასევე, 4% - პატრიოტთა ალიანსს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები