NDI-ის კვლევა

NDI: არჩევნებზე წამსვლელთა 24% ოცნებას მისცემდა ხმას, 10%-ენმ-ს, 6%-ევსაქებს, 5%-პატრიოტებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებზე მიმსვლელთა 22% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 9% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% - პატრიოტთა ალიანსს, 4% ევროპულ საქართველოსა და თავისუფალ დემოკრატებს. 3% - ლეიბორისტულ პარტიას. 25%-მა არ იცის, ხმას ვის მისცემს, ხოლო 16% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას დაუჭერს მხარს. ასევე, პასუხზე უარს აცხადებს 9%. აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე მისვლას გამოკითხულთა 59% აპირებს. ამასთან, მათ მხოლოდ 46%-ს აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. NDI-მ არჩევნებზე წამსვლელებს კითხვა შემდეგნაირადაც დაუსვა - "წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას აუცილებლად უნდა მისცეთ ხმა, სხვა გზა არ არის, რომელ პარტიას მისცემთ", თუმცა, კვლევითმა ორგანიზაციამ "არც ერთი" და "არ ვიცი პასუხები მაინც მიიღო.

ამის შემდეგ, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი რესპონდენტებს ჩაეძია. NDI აღნიშნავს, რომ ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია არჩევნებზე წამსვლელებზე. ჩაძიების შემდეგ, "არ ვიცი" და "არც ერთი" პასუხების შემცირების ხარჯზე, ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიცხვი 24%-მდე გაიზარდა, ენმ-ის - 10%-მდე, ევროპული საქართველოსი - 6%-მდე, ლეიბორისტული პარტიის 4%-მდე, ხოლო პატრიოტთა ალიანსის - იგივე, 5% დარჩა.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები