ბრექსითი

ფინეთის პრეზიდენტის თქმით ჯონსონს ბრექსითის შემოთავაზების წარმოსადგენად 12 დღე აქვს

ანტი რინნე, ბორის ჯონსონი, ემანუელ მაკრონი
BBC

ფინეთის პრემიერმინისტრმა ანტი რინნემ თქვა, რომ ევროკავშირი ბორის ჯონსონს ბრექსითის გეგმის წარმოსადგენად 12 დღეს აძლევს. მან ჟურნალისტებთან პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

რინნეს თქმით ის და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დიდმა ბრიტანეთმა შემოთავაზება წერილობითი სახით სექტემბრის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს, ამის შემდეგ კი დაგვიანებული იქნება.

"ორივე ვთანხმდებით, რომ დროა ბორის ჯონსონმა საკუთარი შემოთავაზება წარმოადგინოს წერილობითად - თუკი ის არსებობს. თუ სექტემბრის ბოლომდე შემოთავაზებებს არ მივიღებთ, დასრულებულია."

ბორის ჯონსონის კი ირწმუნება, რომ შეთანხმების მიღწევა 17 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერებთან დანიშნულ სამიტზეა შესაძლებელი. ის კვლავ იმეორებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგა ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირს მის გარეშე მაინც დატოვებს.

ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ პრემიერმინისტრად ჯონსონის დანიშვნის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებებში პროგრესი და მათ ე.წ. ბექსტოპის მექანიზმის ჩასანაცვლებლად შემოთავაზებები წარმოადგინეს. ჯონსონი ინტერვიუებში დეტალებზე საუბარზე უარს ამბობს.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

სწორედ ბექსტოპი იქცა ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად და ის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, რის შემდეგაც მეიმ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა.

კომენტარები