NDI-ის კვლევა

NDI: სასამართლოების საქმიანობას "ძალიან კარგად" არავინ აფასებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, სასამართლოს მუშაობას არავინ აფასებს, როგორც "ძალიან კარგი". 

ამავე კვლევის მიხედვით, შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სასამართლოს საქმიანობას დადებითად აფასებენ.  

10% ფიქრობს, რომ ეს ინსტიტუტი, კარგად მუშაობს; 

34% სასამართლოს საქმიანობას საშუალოდ მიიჩნევს; 

26% - ცუდად; 

11% - ძალიან ცუდად; 

19%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე; 

1%-ს არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა;


საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები