NDI-ის კვლევა

პარლამენტის საქმიანობას "კარგად" 8% აფასებს, ინსტიტუტებს შორის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

ტაბულა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას "კარგად" გამოკითხულთა მხოლოდ 8% აფასებს. ეს ინსტიტუტების დადებით შეფასებას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას საშუალოდ აფასებს 39%, ხოლო ცუდად - 42%.

ინსტიტუტებს შორის, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე კარგად ეკლესიის (74%) და იუსტიციის სახლების (57%) საქმიანობას აფასებს. მას მოსდევს ჯარი 53%-ით და პოლიცია - 42%-ით.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები