2020 წლის ბიუჯეტი

გახარია: 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში უნდა იყოს ორიენტირებული მოქალაქეზე

საქართველოს მთავრობა

"2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში უნდა იყოს ორიენტირებული მოქალაქეზე," - საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

"აბსოლუტურად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხიმგებლობა. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები, კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში რა თქმა უნდა გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქის მოხმარებაზე, ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ ყველამ გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება და ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული," - მიმართა გახარიამ მინისტრებს. 

კომენტარები