NDI-ის კვლევა

NDI: მათი 42%, ვისაც "ოცნება" მოსწონს, 20 ივნისს გამოყენებულ ძალას გადამეტებულად მიიჩნევს

0 კომენტარი
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების 42%, ვის შეხედულებებთანაც ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ გავრილოვის ღამეს გამოყენებულ ძალას გადამეტებულად მიიჩნევს იმ ადამიანების 72%, რომლებიც ამბობენ, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 92%-ია.

ამავე კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის 92%-სთვის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია. ძალის გადამატების შესახებ კითხვა სწორედ ამ ადამიანებს დაუსვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ადამიანებს შორის, ვისი აზრითად 20 ივნისის აქციის მონაწილეების დასასჯელად ხელისუფლებამ სათანადო ძალა გამოიყენა, ყველაზე მეტი სწორედ ისეთები არიან, ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ქართული ოცნებაა" (45%).

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები