ევროპული საქართველო

ხოშტარია: ვაპირებ, დიდი დრო დავუთმო აქტივიზმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიიდან წამოვალ

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია პარტიიდან წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ხოშტარიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აპირებს, ეს წელი დიდი დრო დაუთმოს აქტივიზმს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიიდან წამოვა.

"გიგი უგულავას წასვლას რაც შეეხება, ეს აბსოლუტური აბსურდია. ჩემ შემთხვევაში შეიძლება დაბნეულობა და ჭორები გამოიწვია იმან, რომ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული აქტივიზმში, თუმცა, აბსოლუტურად არანაირი ბარიერი არ მაქვს. ახლა არ არის დაშლის და დანაწევრების დრო, ახლა არის ფუნქციების გადანაწილების და ყველა ფრონტზე ბრძოლის დრო. მე მთელი გულით, ენერგიით, იდეით, ეს წელი ვაპირებ, რომ ძალიან დიდი დრო დავუთმო აქტივიზმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საიდანმე წამოვალ" - თქვა ხოშტარიამ.

გადაცემის წამყვანმა დეპუტატს უთხრა, რომ მისი შთაბეჭდილებით, 3 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის გახსნისას, თანაგუნდელებთან ერთად დგომის მიუხედავად, ელენე ხოშტარია პროტესტისას "ცალკე" იყო.

"სასტვენის საკითხი გადავწყვიტე ზუსტად ხუთი წუთით ადრე დარბაზში შესვლამდე. ჩემმა კოლეგებმა არ იცოდნენ და ადგილზე მომიწია თქმა. საერთოდ არ ვაპირებდი იქ სტვენას, მაგრამ რაკი არ შემოუშვეს აქტივისტები პარლამენტში, მე ვუთხარი, თუ თქვენ არ გიშვებენ, მე ავიშებ სასტვენს და მე დავუსტვენ შიგნით. ეს მოულოდნელობა და ცოტა გაურკვევლობა იყო, კოორდინაციის პრობლემა იყო ჩემი მხრიდან. სხვა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მთელი პარტია დამიდგა გარშემო და მანდატურის მხრიდან ჩემს გათრევას ეწინააღმდეგებოდნენ.

ამ წელს, ამ ბრძოლაში, საერთო ინტერესების გამონახვა ყველამ უნდა შეძლოს. სხვათაშორის, ეს ანახეს აქტივისტებმა, მათ გადალახეს კომპლექსი, რომ "არ გვინდა პარტიები". ყველა პოარტიისთვის არის პლატფორმა, უბრალოდ, ვერ იქნება მონოპოლიზებული რომელიმე პარტიის მხრიდან, ეს არის მონოპოლიზებული იდეით, რომ საქართველო უნდა იყოს პროდასავლური, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები