რუსთავი 2

რუსთავი ორზე "ვანოს შოუს" ნაცვლად, "ნიკა არაბიძის შოუ" გავა

0 კომენტარი

რუსთავი ორზე ვანო ჯავახიშვილის შოუს ნაცვლად, ნიკა არაბიძის შოუ გავა. პრომო რუსთავი ორის გვერდზე გამოქვეყნდა.

მას შემდეგ, რაც რუსთავი ორის ახალმა გენერალურმა დირექტორმა საინფორმაციოს უფროსი და პოლიტიკური შოუს წამყვანები არხიდან გაათავისუფლა, ტელეკომპანია კურიერის გუნდმა და წამყვანების დიდმა ნაწილმა დატოვა. ნიკა გვარამიას "მთავარ არხზე" წავიდა ვანო ჯავახიშვილი და კომედი შოუს გუნდის ნაწილიც, ხოლო ნაწილი - რუსთავი 2-ზე დარჩა, მათ შორის, ნიკა არაბიძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები