ჩინეთი

"ჩინური ლოხ-ნესის მონსტრი" გასაბერი ბალიში აღმოჩნდა [Video]

0 კომენტარი
ფოტო: Alamy

სექტემბერში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მდინარე იანძიში მცურავი გრძელი შავი საგანი ჩანდა. ვიდეო ჩინეთის მედიამ გააშუქა. ის თევზს და გველს მიამსგავსეს, თუმცა გაჩნდა თეორიები, რომ მდინარეს საკუთარი ლოხ-ნესის მონსტრი ჰყავდა.

საგანი მდინარიდან გუშინ ამოიღეს და ის 20 მეტრის სიგრძის ინდუსტრიული გასაბერი ბალიში აღმოჩნდა. მიუხედავად იმედგაცრუებისა მოქალაქეების ნაწილს სურს, რომ ბალიში მდინარეში დატოვონ და ტურისტულ სანახაობად აქციონ.

იანძი აზიის ყველაზე გრძელი მდინარეა. ის სათავეს ტიბეტიდან იღებს და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ჩაედინება. ამჟამად იანძი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბინძურებული მდინარეა. მდინარეში მობინადრე სახეობების ერთი მესამედი გადაშენების პირასაა მისული. უკვე გადაშენდა ჩინური მდინარის დელფინი, სახეობა, რომელიც იანძიში დაახლობით 20 მილიონი წელი ბინადობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები