სახლები

როგორ არქიტექტურას გვიწინასწარმეტყველებდნენ 1900-იან წლებში (PHOTOS)

angieslist

ადამიანები ხშირად ცდილობენ იწინასწარმეტყველონ საკუთარი მომავალი. ახლა, როდესაც 21-ე საუკუნეში მარსზე გამგზავრება ნელ-ნელა შესაძლებელი ხდება იმაზეც ვფიქრობთ,როგორი იქნება ცხოვრება იქ - შორეულ პლანეტებზე. ასევე ჩვენს წინაპრებსაც ჰქონდათ საკუთარი წარმოდგენები 2000-იან წლებზე და თუ როგორ სახლებში ვიცხოვრებდით დღეს: მგორავზე, ბორბლიანზე ან სულაც წყლის ქვეშ გადავიდოდით საცხოვრებლად. აი 7 მაგალითი იმისა, როგორი უნდა ყოფილიყო მე-19 საუკუნის ადამიანის წარმოდგენით ჩვენი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა.

1. ჟან მარკ კოტემ, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, სიგარეტის კოლოფების ბარათებზე, 21-ე საუკუნის სახლები ასე წარმოადგინა


ფოტო: angieslist

2. 1920-იან წლებში არსებობდა წარმოდგენა, რომ იარსებებდა გადამუშავებული შუშის სახლები, რომლებშიც მთელი წელი ზაფხული იქნებოდა, დამატებითი ვერცხლის წყლის სანათების დახმარებით


ფოტო: angieslist

3. 1934 წლის ჟურნალში "Everyday Science and Mechanics " დაიბეჭდა სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასეთი მრგვალი სახლები, რომლებიც გორავენ 21-ე საუკუნეში მოდური და კომფორტული იქნებოდა. 


ფოტო: angieslist

4. 1942 წლის იანვარში, “This Unfinished World”-ის ავტორებმა საზოგადოებას ზემსუბუქი აეროგელით ნაშენები სახლები წარუდგინეს და მათ ასეთი ილუსტრაცია დაურთეს თან. დღეს ეს იდეა ახლოსაა რეალობასთან რადგან უკვე გამოიგონეს მსგავსი აეროგელი, რომლითაც 3D ბეჭდვაა შესაძლებელი.


ფოტო: angieslist

5. ასეთი ტიპის სახლები, რომლებიც კოსმოსში თავისუფლად იტივტივებდნენ, 1953 წელს ჟურნალმა Science Fiction Adventures წარმოადგინა.


ფოტო: angieslist

6. 1957 წელს, ფიქრობდნენ, რომ ასეთი გუმბათში ჩასმული სახლები 1989 წელს უკვე პოპულარული გახდებოდა


ფოტო: angieslist
 

7. 1964 წელს ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენაზე, კომპანიამ General Motors წარადგინა პროექტი  Futurama II Pavilion, რომ საზოგადოებაზე შთაბედილება მოეხდინა. ამ პროექტის მთავარი გზავნილი კი ის იყო, რომ მაშინ, როდესაც ყველა კოსმოსისკენ მიილტვის, დედამიწაზე იდუმალებით მოცული და მშვენიერი წყალქვეშა სივრცე არსებობს, რომლის შესწავლაც კაცობრიობისთვის აუცილებელია. 


ფოტო: angieslist

კომენტარები