ვაკე-საბურთალო

ვაკე-საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

metro.us

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ქუჩაში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

როგორც ცნობილია, ჩვილი კალათით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნახეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის ჩვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები