NDI-ის კვლევა

NDI: არჩევნებზე წამსვლელთა მხოლოდ 57%-ს აქვს გაკეთებული პარტიული არჩევანი

ტაბულა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებზე მოსახლეობის 59% წავიდოდა. ამასთან, არჩევნებზე წამსვლელთა მხოლოდ 57%-ს აქვს გაკეთებული პარტიული არჩევანი.

ჩაძიების შემდეგ, არჩევნებზე წამსვლელ გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 10% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6% - ევროპულ საქართველოს და თავისუფალ დემოკრატებს, 5% - პატრიოტთა ალიანსს, 4% - ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 8% - "სხვა პარტიას".

არჩევნებზე წამსვლელთა 20%-მა არ იცის, ხმას ვის მისცემს. 13% არც ერთი პარტიისთვის აპირებს ხმის მიცემას, ხოლო 10% - პასუხზე უარს ამბობს. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები