ლარის გაუფასურება

ლარი ახალ ისტორიულ მინიმუმზეა - დოლარი ₾2.9738 ღირს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, 19 სექტემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 0.47 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 1.05 თეთრით.

ამგვარად, ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9738 ლარია, რაც ისტორიული ანტირეკორდია.

ერთი ევროს ფასი ოფიციალური კურსით 3.2902 ლარია.

ამასთან, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, ხოლო გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით წინა რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები