აარონ კარტერი

აარონ კარტერის თქმით საკუთარმა დამ ბავშვობაში გააუპატიურა

აარონ კარტერმა თქვა, რომ საკუთარმა დამ ლესლი კარტერმა ის ბავშვობაში, 10-დან 13 წლის ასაკში, არაერთხელ გააუპატიურა. 

ასევე, კარტერმა სექსუალურ შევიწროებაში ბრალი თავისი ჯგუფის 2 მოცეკვავეს დასდო. 

"ჩემი და 10-დან 13-წლის ასაკში რომ ვიყავი, მაუპატიურებდა , როდესაც ის მედიკამენტურ დახმარებას არ იღებდა. სექსუალურად მარტო მას არ უძალადია ჩემზე, ჩემი ჯგუფის ორმა მოცეკვავემაც ჩემზე მაშინ იძალადა, როდესაც რვა წლის ვიყავი. ჩემი ძმა კი ჩემზე მთელი ცხოვრებაა ძალადობს." დაწერა საკუთარ ტვიტერზე კარტერმა. 

ლესლი კარტერი, 2012 წელს 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აარონ კარტერმა ეს ინფორმაცია ტვიტერზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საკუთარმა ძმამ მისთვის შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა, იმის გამო, რომ აარონი მის ორსულ ცოლს მოკვლით დაემუქრა. 

კომენტარები