ტურიზმი საქართველოში

ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა

georgicatravel.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციათ აგვისტოში ტურისტული ნაკადი 2,3%-ით გაიზარდა და 753 ათასი შეადგინა. ასევე გაზრდილი საერთოშორისო ვიზიტორების რაოდენობაც.

2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6 320 516-ს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი შარშანდელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა 3 451 272-მდე.

ქვეყნების ათეული საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა:

  • აზერბაიჯანი — 226,133, მატება — 12,8%;
  • რუსეთი — 207,899, კლება — 8,5%;
  • სომხეთი — 191,817ნ, მატება — 4,5%;
  • თურქეთი — 154, 834, მატება — 6,8%;
  • უკრაინა — 28,562, მატება — 16,3%;
  • ისრაელი — 24,344, მატება — 13,5%;
  • საუდის არაბეთი — 21,570, მატება — 31,5%;
  • ირანი — 17,075, კლება — 52%;
  • ყაზახეთი — 16,107, მატება — 53%;
  • ბელარუსი — 13,884, მატება — 5,3%.

კომენტარები