უქმეები

გზამკვლევი შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარებისთვის

KHIDI

გრძელი და დამღლელი კვირის შემდეგ საკუთარ თავს გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამთ: როგორ გავატაროთ უქმეები ისე, რომ თან დავისვენოთ, თან გავერთოთ და თან ორშაბათს დილით, პარასკვს საღამოს ჩაძინებულზე უფრო დაღლილებმა არ გავიღვიძოთ?!

რა არჩევანი გვაქვს საქართველოში ამ შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, პარასკევი საღამოც არ გამოვტოვეთ და გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ის საინტერესო და სახალისო ივენთები, რომლებიც ამ უქმეებზე გველის წინ. თანაც ვეცადეთ, ყველას ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა და სხვადასხვა ივენთები თუ უბრალოდ დროის საინტერესოდ გასაყვანი ადგილები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის.

1) კინო

კინოთეატრები ამ შაბათ-კვირას გვთავაზობენ, დავტკბეთ ბრედ პიტის კოსმოსური ოდისეით ფილმში Ad Astra:ვარსკვლავებისკენ. ასევე 20-24 სექტმბერს კინოთეატრი ამირანი სტენლი კუბრიკის ფილმების მარათონს გამართავს. 

კინოთეატრების გარდა, რომ ვისაც ღია ცის ქვეშ სურს ფილმის ნახვა, პარასკევს, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში, ავსტრიელი რეჟისორის, ბაზ ლურმანის ფილმის „დიდი გეთსბის“ ჩვენება გაიმართება

 

ფოტო: The Verge

 

2) მუსიკალური ივენთები

20 სექტემბერს KHIDI-ს სეზონის გახსნაზე კლუბის რეზიდენტი, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Michael Wollenhaupt იგივე ANCIENT METHODS დაუკრავს .

20 სექტემბერს BASSIANI-ზე ბრიტანელი მუსიკოსი და ლეგენდარული ბრისტოლური ლეიბლის, Skull Disco-ს დამაარსებელი Shackleton დაუკრავს.

21 სექტემბერს HOROOM-ის ოთახი კლუბ BERGHAIN-ის ვეტერან რეზიდენტს და Ostgut-ის ოჯახის წევრ BORIS DOLINSKI-ს  მასპინძლობს.

ჯაზ კაფე ზინგერში კვირას, 22 სექტემბერს,  დინი ვირსალაძის კვარტეტი დაუკრავს

3) სხვადასხვა

ლექციების ციკლი უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაზე გრძელდება. შაბათს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან თემაზე "ხმაური და მძვინვარება".

თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში 20 სექტემბერს,  18:30 საათზე საჯარო დისკუსია ⁄ სქრინინგი თემაზე ფოტოგრაფიის მოქალაქეები: კამერა და პოლიტიკური წარმოდგენა გაიმართება.

21 სექტემბერს 9:00 საათზე  „მთების გასწვრივ: სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფია. ნაწილი I“ გამოფენა გაიხსნება.
სპეციალური პროგრამა : ჩაიხანა მედია პროგრამა, Salam Cinema ფილემბის პროგრამა, IN FOCUS: 20 ივნისის ღამე.

4) სახელმწიფოს სამსახური

შაბათ-კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი, რომელზე დასწრებაც ყველას შეეძლება პარლამენტთან გაიმართება, 20 სექტემბერს 19:00 საათზე. #სირცხვილია

 

ფოტო: აკო დევიძე

 

 

კომენტარები