კლიმატის ცვლილება

კანადაში თინეიჯერები იმუქრებიან, რომ შვილებს არ გააჩენენ თუ კლიმატის ცვლილება არ მოგვარდება

თინეიჯერების აქცია-პერფორმანსი მონრეალში.

კანადაში, თინეიჯერების ჯგუფმა მოძრაობა ჩამოაყალიბა და იმუქრებიან, რომ შვილებს იქამდე არ გააჩენენ, სანამ მათი მთავრობა კლიმატის ცვლილების აღმოსაფხვრელად სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

18 წლის ემა ლიამ მონრეალში, McGill-ის უნივერსიტეტის სტუნდეტია და ასევე მოძრაობა #NoFutureNoChildren-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. მოძრაობა სწორედ იმ იდეაზე არის დაფუძნებული, რომ მისმა წევრებმა შვილები მანამ არ უნდა გააჩინონ, სანამ მთავრობა კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეულ პრობლემებს მხედველობაში არ მიიღებს.

"რაც საკუთარი თავი მახსოვს, ყოველთვის მინდოდა დედა გავმხდარიყავი. თუმცა, მე არ გავაჩენ იმ მსოფლიოში შვილს, სადაც ის უსაფრთხოდ არ იქნება. მე მინდა ვნახო მთავრობის ყოვლისმომცველი გეგმა", - თქვა ემა ლიამმა.

მოძრაობას ასობით სტუდენტი შეუერთდა და ისინი, ტვიტერზე აქტიურად იყებენებ #NoFutureNoChildren-ის წარწერას.

მოძრაობის წევრებმა ოტავაში და მონრეალში აქცია-პერფორმანსიც გამართეს, სადაც მთავრობისგან გეგმა მოითხოვეს და კიდევ ერთხელ გააჟღერეს მათი მოძრაობის იდეა.

კომენტარები