განზრახ მკველლობის მცდელობა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე კაცი დაჭრეს

flickr.com

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მეტროსთან კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ეთნიკურად არაბია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები