სტივენ კინგი

კომპანია $1300-ს გადაგიხდით, თუ სტივენ კინგის წიგნებზე გადაღებულ 13 ფილმს უყურებთ

0 კომენტარი
სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმები.

კომპანია Usdish-ს სტივენ კინგის ფანებისთვის კარგი ამბავი აქვს - კომპანია 1 300 დოლარს გადაგიხდით, თუ სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებულ 13 ფილმს უყურებთ.

მონაწილეებისთვის 13 ფილმს კომპანია აარჩევს და რამდენიმე მათგანი უკვე წინასწარ არის ცნობილი, ესენია - "Carrie", "The Shining", "The Mist", "Pet Sematary", "Thinner" და "Dreamcacther".

თუმცა, შეჯიბრში მონაწილეობის მიღება არ არის ადვილი - თქვენ უნდა დაწეროთ 200-სიტყვიანი წერილი, რატომ უნდა აგირჩიონ ამ "სამსახურში", ასევე უნდა დაითვალოთ თქვენი გულის ცემა საშინელებათა ფილმის ყურების დროს და გარდა ამისა, კომპანიას უნდა გააცნოთ თქვენი ძილის რეჟიმის შესახებ ინფორმაცია.

არჩეული მონაწილე 13-ივე ფილმს დიდ ეკრანზე უყურებს და თან უფასოდ ექნება ყველა საჭირო ატრიბუტი - გულის ცემის საზომი, პოპკორნი, ტკბილეული და საბანი. გამარჯვების, ანუ ყველა ფილმის ყურების შემთხვევაში მას 1 300 დოლარს გადასცემენ.

აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე არის შესაძლებელი, არჩეული მონაწილე კი ფილმებს ჰელოუინის დღეს უყურებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები