დელფინები

დელფინები ერთმანეთს არ შორდებოდნენ, როდესაც იაპონელი მეთევზე ატყვევებდათ - ვიდეო

8 დელფინი ერთმანეთს არ შორდებოდა, როდესაც მათ იაპონიის ქალაქ ტაიჯისთან ახლოს მეთევზე ატყვევებდა.

დამკვირვებლების თქმით, რვავე დელფინი უბრალოდ დაატყვევეს, ამის პარალელურად კი სხვა დაჭერილი დელფინები მოკლეს. სამწუხაროდ, ამ 8 დელფინიანი ოჯახის დედა იმ დატყვევებულებში მოხვდა, რომლებიც მოკლეს.

დელფინები 11 სექტემბერს დაატყვევეს.

ტაიჯის სანაპიროზე დელფინებზე ყოველწლიური ნადირობის სეზონი სექტემბერის დასაწყისში დაიწყო.

ნადირობის დროს დელფინებს ხორცისათვის განკუთვნილი დანებით კლავენ, ნაწილს კი იჭერენ და მათ აკვარიუმები და ზოოპარკები ყიდულობენ. ტაიჯის მეთევზეები ამბობენ, რომ ეს ტრადიციაა და მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დელფინებზე ნადირობის სეზონი 6 თვე გრძელდება.

სეზონის განმავლობაში 1,700-მდე დელფინს კლავენ ან იჭერენ.

კომენტარები