ინდონეზია

ინდონეზიაში აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც ქორწინებამდე სექსს აკრძალავს

AFP

ინდონეზიაში ათასობით ადამიანი აპროტესტებს კანონპროექტს, რომელიც ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობის ქონას აკრძალავს.

ბოლო 24 საათში პეტიციას, რომელიც პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს სთხოვს კანონის დამტკიცებას ხელი შეუშალოს, ხელის 300,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

კანონი დამტკიცების შემთხვევაში ინდონეზიის ტერიტორიაზე მყოფ ყველა პირს შეეხება, მათ შორის უცხოელებსაც. პარლამენტი მას მომავალ კვირას განიხილავს.

კანონდამრღვევებიდათვის პატიმრობაა გათვალისწინებული. გარდა ამისა პრეზიდენტისათვის შეურაცხყოფის მიყენებაც პატიმრობით დაისჯება და სასჯელმა შესაძლოა 3.5 წლით პატიმრობას მიაღწიოს.

კანონით იკრძალება სექს მუშაკების საქმიანობა, ქუჩის მუსიკოსობა და მათხოვრობა.

კრიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ კანონი კორუფციისა და თანხების მითვისებისათვის სასჯლს 4-დან 2 წლამდე შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ინდონეზიის პარლამენტის 20 წევრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობდა გამოძიება.

კომენტარები