არნოლდ შვარცნეგერი

არნოლდ შვარცნეგერმა სილვესტერ სტალონეს წარმატებები უსურვა და გაეხუმრა (ვიდეო)

0 კომენტარი

არნოლდ შვარცნეგერმა გადაწყვიტა ძველ მეგობარს სილვესტერ სტალონეს, მის ახალ "რემბოსთან" დაკავშირებით წარმატებები უსურვოს. მსახიობმა ეს ორიგინალურად გააკეთა. 

შვარცნეგერმა,  სტალონეს მიერ ქველმოქმედებისთვის ხელმოწერილი დანა იპოვა, რომელზეც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

" წარმოუდგენელია, ამ დანას შეხედეთ. მაგრამ ეს დანა არ არის - აი ეს არის დანა (უფრო დიდ დანას იღებს) ჩვენ ის "Predator"- ის გადაღებისას გამოვიყენეთ. შენსაზე ცოტათი ურო დიდია მაგრამ არ იდარდო. თუმცა, მთელი სერიოზულობით გისურვებ წარმატებას - ამ კვირას ხომ შენი ახალი "რემბო" გამოდის. ჰიტად იქცევა, ყველას ჩახაზავ და საუკეთესო ხარ!"

ასევე შვარცნეგერმა გამოქვეყნებულ ვიდეოს წააწერა: " წარმატებები "რემბოს" ამ უქმეებზე. @officialslystallone აუცილებლად გიყიდი უფრო დიდ დანას როცა ჰიტად იქცევა!"

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები