გავრილოვის ღამე

გახარია: მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათ წინაშე, ვინც აქციის შეწყვეტის დროს დაზიანდა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, მორალურ პასუხისმგებლობა გრძნობს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც 20 ივნისის აქციის შეწყვეტის დროს დაზიანდნენ.

​ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა.

"მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ. რა თქმა უნდა ვგრძნობ", - ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ არიან დაკავებულები ის ადამიანები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს დაზიანებები მიაყენეს, უკვე პრემიერმინისტრი გახარია პასუხობს, რომ ისინი დაკავებულები არიან და გამოძიება გრძელდება.

"მათი დამზიანებლები არიან დაკავებულები და გამოძიება გრძელდება. ყველა, ვინც ამ აქციის დროს გადაცდომა ჩაიდინა, იქნება დაკავებული", - თქვა გახარიამ.

თავდაპირველად, ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ჰკითხეს, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას აქციის დარბევაზე, მით უმეტეს, როცა უკვე პრემიერმინისტრია და მისი აზრით, იმსახურებდა თუ არა დაწინაურებას. პასუხად, გახარიამ თქვა:

"მე მესმის თქვენი ემოციურობა, დღეს განსაკუთრებით, 20 რიცხვში. ძაან კარგად მესმის. ისიც კარგად მესმის, რომ ეს ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ისევე, როგორც პრემიერმინისტრს ირჩევს პარლამენტი, ხო? და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა. ეს არის და ეს".

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები