ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი 25 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომას გამართავს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკი ოთხშაბათს, 25 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომას გამართავს.

სხდომაზე კომიტეტზე მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთზე უნდა იმსჯელოს.

მონეტარული კომიტეტის სხდომას ეროვნული ბანკი წელიწადში რვაჯერ მართავს, მომდევნო სხდომა განრიგის მიხედვით 23 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო.

კომიტეტის უკანასკნელი სხდომა 4 სექტემბერს გაიმართა და რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდით დასრულდა. კობა გვენეტაძემ გადაწყვეტილების მიზეზად მიზნობრივზე მაღალ ინფლაცია და ვალუტის კურსის გაუფასურების გამო ინფლაციაზე გაზრდილ ზეწოლა დაასახელა. 19 სექტემბერს კი ეროვნულმა ვალუტამ ახალი ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა და ერთი დოლარის ღირებულება 2.9738 ლარი გახდა.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები