გახარია სამართალდამცველზე: ცინიკურად რომ იცინოდა ამისთვის უნდა დაისაჯოს

"ცინიკურად თუ იცინოდა ამისთვის უნდა დაისაჯოს", - ასე პასუხობს კითხვას შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, თუ რატომ არ არის დაკავებული სამართალდამცავი, რომელიც აქციის დაშლისას მომიტინგეებს შემაღლებული ადგილიდან დამიზნებით ესროდა და როგორც გავცელებულ კადრებში ჩანს, ცინიკურად იღიმოდა.

ხოლო, რაც შეეხება დარბევისას აქციის მონაწილეებზე დამიზნებით სროლას, გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისის აქცია გამოყენებული აღჭურვილობის დამიზნებით სროლა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

კომენტარები