აქცია სირცხვილია

რუსთაველზე დაიწყო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ"

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაიწყო საპროტესტო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ".

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"-ს ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქციაზე წარადგენენ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

პარლამენტში ამბობენ, რომ ამის მიზანი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა"

კომენტარები