სირცხვილია

"ახალგაზრდებმა გამოგვაფხიზლეს, შემოკრეს თავისუფლების ზარი" - აქციაზე ხაზარაძე მივიდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "ერთად ერთის წინააღმდეგ" მივიდა საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

"ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა და შემოკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია. მე, პირადად და ყველა ჩვენთაგანი კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება." - ამბობს ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძე.

აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ".

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"-ს ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქციაზე წარადგენენ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

პარლამენტში ამბობენ, რომ ამის მიზანი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა".

კომენტარები