ევროპული საქართველო

ბოკერია: ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე დღესვე ოცნების რეგულაციებს გავაუქმებთ

0 კომენტარი

ევროპული საქართველო ამომრჩეველს ქართული ოცნების მიერ მიღებული რეგულაციების გაუქმებას პირდება. 

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ახალ ინიციატივაზე საუბრისას თქვა, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. 

ბოკერია ცქიტიშვილის ამ ინიციატივას მე-19 საუკუნის სოციალისტურ მსოფლმხედველობას უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილით სათავეში, ხალხს მშობლის როლში ევლინება და მათზე "ზრუნვის" მოტივით ისეთი რეგულაციები შემოაქვს, რომელიც ეკონომიკის ზრდას აფერხებს. 

"ევროპული საქართველოს ხედვა სხვანაირია. მთავრობა საჭიროა იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მოქალაქეების უფლებები, დაიცვას თამაშის წესები. ანუ მთავრობა არ არის მშობელი, პირიქით, ის შეიძლება პრობლემად იქცეს, ნებისმიერი მთავრობა შეიძლება იქცეს პრობლემად და მითუმეტეს ისეთი მავნებლური, როგორიცაა ივანიშვილის. ჩვენ ვპირდებით ხალხს, აი, ამ ყველა რეგულაციის გაუქმებას პირველივე დღესვე, როგორც კი ევროპული საქართველო პარტნიორებთან ერთად იქნება ხელისუფლებაში და გადასახადების დაწევას, რომ მათ საკუთარი შრომით მოპოვებული ბევრი ფული დარჩეთ," - ამბობს ბოკერია. 

ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ინიციატივით, მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსაუხრში დასაქმება აეკრძალებათ, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად კვირაში 48 საათს აჭარბებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები