ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

ბერლინში რუსეთის საელჩო: ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეა

0 კომენტარი
ზელიმხან ხანგოშვილი

ბერლინში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშემ ოლეგ კსენოფონტოვმა რუსულ სააგნეტოსთან Interfax განაცხადა, რომ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიხმან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დაპატიმრების შემდეგ რუს დიპლომატებთან შეხვედრა მოითხოვა, სადაც თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეა. 

"მან განაცხადა, რომ ის რუსეთის მოქალაქეა. ეს მან თქვა," - თქვა კსენოფონტოვმა.

პრეს-ატაშემ თქვა, რომ ეჭვმიტანილის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი არ უნახავს.

შეხვედრის გამართვის თარიღი უცნობია.

23 აგვისტოს, გერმანიაში, ბერლინში, როცა ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა.

პოლიციამ 49 წლის რუსი ადამიანი მკვლელობიდან მალევე დააკავა, ასევე ამოიღო მისი პისტოლეტი და ელექტრო ველოსიპედი, რომელთა მოცილებასაც მკვლელი ცდილობდა, თუმცა ვერ მოასწრო.

საგამოძიებო გვერდმა Bellingcat-მა ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემასთან, Der Spiegel-თან და რუსულ The Insider-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ პიროვნება, რომელმაც ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, შენგენის ზონაში არარსებული ადამიანის პასპორტით გადაადგილდებოდა და ჩაწერილი იყო არარსებულ მისამართზე. ვრცლად ჟურნალისტური გამოძიების შესახებ იხილეთ აქ.

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო.

2015 წლის 28 მაისს ზელიმხან ხანგოშვეილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს. მაშინ ოჯახმა მომხდარში რუსულ სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ხანგოშვილის ოჯახმა საქართველო სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დატოვა. 

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი ლაფანყურის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები