შსს

ნუცუბიძის ფერდობზე ტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად, 23-ში, 00:00 სთ-ზე აღდგება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად, 23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება. 

ამის მიზეზად უწყება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფილმის "ფორსაჟი 9" გადაღებების გადადებას ასახელებს. 

ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აკრძალულია პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეზღუდულია. ასევე, შეუძლებელია პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებულია ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანისა და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით. 

ამ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. 

კომენტარები