ეგვიპტე

ეგვიპტელებმა სისის მმართველობა გააპროტესტეს, პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა

TRT

20 სექტემბერს ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში თაჰრირის მოედანზე ასობით მოქალაქემ პრეზიდენტ აბდულ ფატაჰ ალ-სისის მმართველობა გააპროტესტა და მისი გადადგომა მოითხოვა.

პროტესტი სისის მთავრობის კორუფციული ბრალდებებს მოჰყვა.

პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა.

აქციები პარალელურად ეგვიპტის სხვა ქალაქებშიც იმართებოდა.

ეგვიპტის ეკონომიკური და სოციალური უფლებების ცენტრში თქვეს, რომ ქაიროსა და სხვა ქალაქებში დაკავებულია, სულ მცირე, 36 ადამიანი. 

ეგვიპტელმა ბიზნესმენმა და მსახიობმა მოჰამედ ალიმ გაავრცელა მისი ვიდეო ჩანაწერები, სადაც ქვეყნის ლიდერს მილიონობით დოლარის გაფლანგვაში სდებდა ბრალს. სისიმ უარყო ეს და ბრალდებას ტყუილი უწოდა.

ალი, რომელიც ესპანეთშია გაქცეული, პირველი ვიდეო 2 სექტემბერს გაავრცელა. 19 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ თუ სისი არ გადადგებოდა მომდევნო დღეს ეგვიპტელი ხალხი აქციას გამართავდა. 

ეგვიპტის სტატისტიკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის თვის მონაცემებით, ეგვიპტელთა 33% სიღარიბის ზღვრის მიღმა ცხოვრობს. 

2011 წელს არაბული გაზაფხულის დროს თაჰრირის მოედანი პროტესტის ერთერთი უმთავრესი ადგილი იყო. 

სისი ხელისუფლებაში 2013 წელს მოვიდა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სამხედრო ძალებმა მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გადააყენეს. სისი პირველად 2014 წელს ხმათა 97%-ით არიჩიეს, ხოლო მეორედ გასული წლის მარტში, თუმცა მისი ოპონენტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ზეწოლაზე საუბრობენ.

ამის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები როგორც ქვეყანაში ასევე მის გარეთ საუბრობენ უფლებების უხეშ დარღვევაზე და ათობით ათასი ადამიანის უკანონო დაკავებაზე.

ინტერნეტის მონიტორიგნის სააგენტო NetBlocks-ის თქმით ეგვიპტეში 34,000-მდე ვებგვერდი დაბლოკეს რათა მოსახლეობას წვდომა არ ჰქონოდა კამპანიაზე, რომელიც ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებდა.

ეგვიპტის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მოქმედ პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ ალ-სისის საშუალებას მისცემს პოსტზე 2030 წლამდე დარჩეს.

სისი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით გასულ წელს აირჩიეს და და 4-წლიანი ვადა 2022 წელს ეწურება.

გარდა ვადის გახანგრძლივებისა იზრდება პრეზიდენტის გავლენაც სასამართლოზე და სამხედრო ძალებზე. პრეზიდენტს ასევე შეეძლება ერთი ან მეტი ვიცეპრეზიდენტის დანიშვნა. 2012 წლის კონსტიტუციით ეს პოსტი გაუქმდა.

ასევე დაბრუნდება 2014 წელს გაუქმებული პარლამენტის ზედა პალატა, სენატი, სადაც 180 წევრის ერთ მესამედს პრეზიდენტი დანიშნავს, დანარჩენს კი ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს.

ქვედა პალატაში წარმომადგენლების რაოდენობა 596-დან 450-მდე შემცირდება.

კომენტარები