ლოკოკინების ფერმა

ხობის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა გაიხსნა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ხობის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა "ნადი გრუპი" შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

უწყების ცნობით, ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

კომენტარები