სირცხვილია

ყვავილებით შემკული სპეცრაზმელი - ახალი სტენსილი თბილისში

Gagosh/Facebook

თბილისში ახალი სტენსილი გამოჩნდა. მასზე სპეცრაზმის თანამშრომელია გამოსახული, რომელიც რევერანსს აკეთებს, მაყურებელი კი ყვავილებს ესვრის.  

სტენსილის ავტორი გიორგი გაგოშიძეა. "სირცხვილია,"-წერს ის ფოტოს აღწერაში საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.  

სტენსილი 20 ივნისს გავრილოვის ღამეს მომხდარ მოვლენებს ეძღვნება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გიორგი გაგოშიძე გავრილოვის ღამის მოვლენებს ეხმაურება. მანამდე, მან ქართლის დედის სტენსილი შექმნა, რომელსაც ხელი თვალზე აქვს აფარებული. სტენსილი მალევე დააზიანეს.  


ფოტო: Gagosh/Facebook

კომენტარები