ხმლით ფარიკაობა

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

დღეს, 21 სექტემბერს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.   

ქართველმა ფინალში ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. მანამდე, ის ნახევარფინალში თურქეთის საუკეთესო მოფარიკავეს, ენვერ ილდირიმის შეხვდა და შეხვედრა 15:11 მოიგო.  

სანდრო ბაზაძე 2018 წელს საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე გახდა. 

ხვალ, 22 სექტემბერს პლოვდივში კიდევ ერთი ქართველი, ლიკა ჯიჯეიშვილი იასპარეზებს.  

კომენტარები