უზბეკეთი

უზბეკეთში მიიღეს კანონი, რომელიც ქორწილში 200 ადამიანზე მეტის დაპატიჟებას კრძალავს

0 კომენტარი
ფოტო: rferl.org

უზბეკეთში, 2 პალატის დეპუტატებმა ერთობლივ სხდომაზე საოჯახო წვეულების ჩატარების წესები დაამტკიცეს, რომლის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან სხვადასხვა სახის ცერემონიებსა და საოჯახო ღონისძიებებზე შეზღუდვები წესდება.

რადიო თავისუფლების უზბეკეთის ბიუროს ცნობით, ახალი კანონის მიხედვით, უზბეკეთში მოქალაქეებს ქორწილში 200-ზე მეტი სტუმრის მიწვევის უფლება აღარ ექნებათ. ასევე:

  • შეზღუდვა ეხება სხვადასხვა ტიპის საოჯახო დღესასწაულებს, მაგალითად "ფლავით გამასპინძლების დღეს" მხოლოდ 250 სტუმრის დაპატიჟება იქნება შესაძლებელი. 
  • ორმაგი ქორწილის შემთხვევაში, უზბეკებს 250 ადამიანის მოწვევა შეეძლებათ. ხოლო ფლავით მხოლოდ 300 ადამიანს გაუმასპინძლდებიან
  • საქორწილო კორტეჟში დასაშვებია მაქსიმუმ 3 მსუბუქი ავტომობილი
  • შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2 მომღერლის ან მუსიკალური ბენდი მოწვევა. ისიც მხოლოდ კონტრაქტით.

უზბეკეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებები მაქსიმუმ 3 დღე შეიძლება გაგრძელდეს  

შეზღუდვები დაწესდება დროებზეც: ყველა ოჯახური ღონისძიება ან წვეულება, დაკრძალვის გარდა, უნდა ჩატარდეს იმავე დღეს, დილის ექვსიდან 11 საათამდე.

ფოტო: tass

უზბეკი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სადღესასწაულო ღონისძიებები და შემდეგი ცერემონიები "ეწინააღმდეგება ეროვნულ ტრადიციებს". ასევე, საოლქო საბჭოების ხელმძღვანელებს "ოჯახური ღონისძიებების უსარგებლო ქცევის გამო" პირადი პასუხიმგებლობა დაეკისრებათ. 

ანალოგიური კანონი 2007 წლიდან მოქმედებს ტაჯიკეთში. შეზღუდვები მას შემდეგ დააწესეს, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა თქვა, რომ ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც ტაჯიკეთია, ასეთი გრანდიოზული ქორწინების და დაკრძალვის ცერემონიები ზედმეტი ფინანსური ტვირთია.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები