კრიმინალი

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის 1993 წელს დაბადებული კაცი დააკავა

შსს

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლები პირი დააკავა. 

უწყების ცნობით, დაკავებული ლ.ტ ამჟამადაც პირობით სასჯელს იხდიდა. 

შსს-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, მაყუჩიანი პისტოლეტი და 3 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები