Emmy 2019

ბილი პორტერი პირველი შავკანიანი გეია, რომელმაც EMMY-ზე საუკეთესო მსახიობის ნომინაცია მოიგო

Emmy-ის 2019 წლის დაჯილდოებაზე, ბილი პორტერი პირველი შავკანიანი ღიად გეი მამაკაცი გახდა, რომელმაც დრამატულ სერიალში საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინიაციაში გამარჯვება შეძლო.

ბილი პორტერმა ამ ნომიაციაში გამარჯვება მის მიერ Pose-ში შესრულებული როლის გამო შეძლო.

"ძალიან ბევრი წელი დავხარჯე იმ სიბუნძერეებზე გულის რევაში, რასაც ჩემს თავზე მასწავლიდნენ და რისიც ნახევრად მჯეროდა, მანამ, სანამ არ შევძელი დედამიწის გარშემო სიარული, იმ რწმენით რომ მე მქონდა აქ ყოფნის უფლება. მე მაქვს ამის უფლება, შენ გაქვს ამის უფლება, ჩვენ გვაქვს ამის უფლება", - მიმართა ბილი პორტერმა საზოგადოებას და აუდიტორიას.

ბილი პორტერის ემის დაჯილდოებაზე გამარჯვებასა და შემდეგ წარმოთქმულ სიტყვას სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი ტვიტერში დადებითი გამოხმაურებები მოყვა LGBTQ ორგანიზაციებისა და ხალხისგან.

50 წლის პორტერს ამ დროისთვის ემის, გრემის და Tony Award-ის ჯილდოები აქვს, მას ოსკარი ჭირდება EGOT სტატუსის მისაღწევად.

ნახეთ, EMMY 2019-ის გამარჯვებულების სია სრულად აქ.

კომენტარები