ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ვაჟთან ერთად პირველ საოჯახო მოგზაურობაში აფრიკაში ჩავლენ

0 კომენტარი
პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და არჩი ფოტო: AP

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და პრინცი ჰარი 4 თვის ახალშშობილ ვაჟთან, არჩისთან ერთად აფრიკას გაემგზავრებიან. ეს მათთვის პირველი საოჯახო მოგზაურობა იქნება.

სამეფო ოჯახი აფრიკას 20 ოქტომბერს ესტუმრება.

პრინც ჰარი აფრიკაში პირველად დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 1997 წელს გაემგზავრა. მეგან მარკლი კი აფრიკას, დაგეგმილი მოგზაურობის ფარგლებში, პირველად ეწვევა.

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ბიჭი, სახელად არჩი, 6 მაისს შეეძინათ, წყვილისთვის ეს პირველი შვილია. არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი დედოფალი ელიზაბეტისთვის მეშვიდე შვილიშვილია.

წყვილმა 2018 წლის 19 მაისს უინძორის სასახლეში იქორწინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები