გაერთაინებული სამეფო - ირანი

ჯონსონი ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე: დროა წინ წავიდეთ და ახალი შეთანხმება შევიმუშაოთ

0 კომენტარი
ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ირანთან ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე უნდა ემუშავათ. ეს მოსაზრება განსხვავდება გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციისგან, რითაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას კვლავ ცდილობენ. 

"ირანის ძველ ბირთვულ შეთანხმებასთან როგორიც არ უნდა იყოს თქვენი წინააღმდეგობა, ახლა დროა, რომ წინ წავიდეთ და ახალი შეთანხმება შევიმუშაოთ," - განაცხადა ჯონსონმა.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

საფრანგეთი, გერმანია და ჯერჯერობით გაერთიანებული სამეფოც, აცხადებენ, რომ ისინი არ დაარღვევენ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებენ, რომ მან უნდა გააგრძელოს შეთანხმების შესრულება.

1 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით ქვეყანამ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით განსაზღვრული ლიმიტი დაარღვია და ურანის მარაგი გაზარდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორგატუსმა საერთაშორისო საზოგადოებას უთხრა, რომ ისინი არ უნდა დანებებულიყვნენ ირანის რეჟიმის ბირთვულ გამოძალვას - "ეს არის 40 წლის ქცევის ნიმუში, რაც ირანის რეჟიმის ქცევის თანმიმდევრულია".

7 სექტემბერს ირანის მხარემ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრება 20%-ზე მეტი რაოდენობით შეეძლო და მაშინ, როდესაც ამის გაკეთების გეგმა ჯერ არ ჰქონდა, დრო იწურებოდა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმება შეიძლება არ გადარჩენილიყო. ირანის მხარემ ევროპის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ დიდი დრო დარჩენილი არ იყო და თუ რაიმის გაკეთება სურდათ დროულად უნდა ემოქმედათ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ირანს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

ჯონსონი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, ირანია. ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ყურეში დაძაბულობის დეესკალაციისთვის ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან საპასუხო ნაბიჯების შემუშავებაზე იმუშავებდა.

ჯონსონს ჰკითხეს გამორიცხავდა თუ არა სამხედრო ქმედებას, რაზეც უპასუხა - "თუ აშშ-მა ან საუდის არაბეთმა გვთხოვა, რომ ამაში მონაწილეობა მივიღოთ, მაშინ ჩვენ განვიხილავთ, თუ რა მხრივ შეიძლება ვიყოთ სარგებლის მომტანი".

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა. აშშ საუდის არაბეთის თავდაცვის გასაძლიერებლად ჯარსაც გააგზავნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები