ესტონეთი - რუსეთი

ესტონეთი რუსეთს: 1944 წელს ე.წ. გათავისუფლება იყო ოკუპაცია, რაც თითქმის 50 წელი გაგრძელდა

0 კომენტარი
ესტონეთის დროშა ფოტო: Shutterstock

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Tweet-ს, რომ 1944 წლის სექტემბერში საბჭოთა არმიამ ესტონეთი "გაათავისუფლა".

"ჩვენ უარვყოფთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ისტორიულ უზუსტობას, რომ ესტონეთი საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა. ესტონეთის რესპუბლიკას მეორე მსოფლი ომში მონაწილეობა არ მიუღია და ის ოკუპირებული იყო, როგორც ნაცისტური გერმანიის, ასევე საბჭოთა რუსეთის მიერ და ე.წ. გათავისუფლება იყო ოკუპაცია, რომელიც დაახლოებით, 50 წელი გაგრძელდა," - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ მისთვის მიუღებელი იყო "ფაშიზმისგან ევროპელი ხალხის გათავისუფლება" ოკუპაციად წოდებულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავზე ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა განაცხადა, რომ "ესტონეთისათვის მეორე მსოფლიო ომი რეალურად მხოლოდ 25 წლის წინ დასრულდა, როდესაც ოკუპანტების ტექნიკით დატვირთულმა უკანასკნელმა მანქანამ დატოვა ჩვენი მიწა. ომის დაწყება ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნისათვის ნიშნავდა ნახევარ საუკუნეზე მეტ დანჯვას, ეკონომიკურ რეგრესს, თავისუფლების არარსებობას. დღეს ჩვენ აქ ვდგავართ სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად რომ გვახსოვდეს ეს დღე. მხოლოდ ამგვარად უზრუნველვყოფთ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს."

ესტონეთი საბჭოთა კავშირმა 1940 წელს დაიპყრო. ნაცისტური გერმანია ქვეყანანში 1941 წლის ზაფხულში შეიჭრა, ხოლო 1944 წლის ბოლოს მათ ქვეყანა დაატოვებინეს და ესტონეთი საბჭოთა კავშირმა დაიპყრო, რომლის შემადგენლობაშიც ის 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე შედიოდა. საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის ჯარების ბოლო ნაწილმა ესტონეთი 1994 წლის 31 აგვისტოს დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები