კურიერი

კურიერის წამყვანი ნათია ლაზაშვილი იქნება და ეთერში 25 სექტემბრიდან გავა

0 კომენტარი

21:00 საათიანი კურიერი რუსთავი 2-ის ეთერში 25 სექტემბრიდან გავა და მისი წამყვანი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი იქნება. 

ამის შესახებ ინფორმაცია კურიერის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა ხათუნა ბერძენიშვილმა "ნეტგაზეთს" დაუდასტურა. 

კურიერი ეთერში 21 აგვისტოს შემდეგ არ გასულა, რაც ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა ტელეკომპანია რუსთავი ორი დატოვა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, დღეს, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები