FIFA

FIFA-მ წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა

FIFA

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) წლის საუკეთესო მწვრთნელად გერმანელი იურგენ კლოპი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიალი მილანშ გაიმართა.

საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე მაურისიო პოჩეტინო და ჟოზეპ გუარდიოლა იყვნენ ნომინირებულნი. 

კლოპი ინგლისურ საფეხბურთო კლუბს, "ლივერპულს" წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" გასულ სეზონზე ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იურგენ კლოპმა, როგორც მწვრთნელმა, განსაკუთრებით სახელი გერმანული კლუბის "ბორუსია დორტმუნდის" მწვრთნელობის დროს გაითქვა. 

კომენტარები