სახელმწიფო ბიუჯეტი 2019

ბიუჯეტში აქციზიდან მიღებული შემოსავალი 85 მილიონი ლარით შემცირდა

ტაბულა

ბიუჯეტის მონიტორის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ რვა თვეში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 9%-ით არის შემცირებული, კლება დაახლოებით 85 მილიონი ლარია. 

მონაცემების მიხედვით, 2019 წლის რვა თვეში ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსავლებმა თითქმის 7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 65%-ია. შემოსავლების ნაწილში ყველაზე დიდი წილი დღგ-ს უჭირავს. შემოსავლების ნაწილის 43% სწორედ დღგ-ზე მოდის, 33%-ია საშემოსავლო გადასახადის წილი, 13,6%-ს აქციზებიდან შემოსული თანხები შეადგენს, ხოლო 9,5%-ს მოგების გადასახადი. 

თამბაქოსა და სხვა სააქციზო პროდუქციაზე, აქციზის ფასის გაზრდის შემდეგ ორი წლის განმავლობაში სააქციზო შემოსავლები მცირდება. 2017 წელს აქციზიდან შემოსული გადასახადები საშემოსავლო ნაწილს 16,1%-ს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 15,1%-ით განისაზღვრა. 

 

კომენტარები