ფასიანი ქაღალდები

ფინანსთა სამინისტრომ 50 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დღეს, 24 სექტემბერს ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა 50 მილიონი ლარის ღირებულების, 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენდს. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ კი ჯამში 76 845 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.7%-ით, მაქსიმალური 8.47%-ით, საშუალო შეწონილი კი 8.235%-ით.

კომენტარები