აშშ-საქართველო

აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, სოფელ კოკში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის სიახლოვეს, სოფელ კოკში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. 

საელჩოს ინფორმაციით, საწარმო 300 მდე ადგილობრივ ფერმერს მოემსახურება. 

"დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი ფერმერები მაღალი ხარისხის თხილს აწარმოებენ, თუმცა მოსავლის აღების შემდეგ ხარისხის შენარჩუნება რთულია. ამიტომ, ამერიკის მთავრობამ ხელი შეუწყო ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის სიახლოვეს, სოფელ კოკში გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას. საწარმო დაახლოებით 300 ადგილობრივ ფერმერს მოემსახურება.
პროექტი ხორციელდება USAID/Georgia, AgriGeorgia/Ferrero-სა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ."

წინა კვირაში ამერიკის მთავრობამ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700 000 დოლარი გამოყო. ასევე, წინა დღეებში ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფანინსებლად 500 000 ათასი დოლარი გამოყო.

კომენტარები